რატომ კავკასია? 

კავკასია ევრაზიის კონტინენტის სამხრეთ-დასავლეთი ნაწილის  მთიანი რაიონია. კავკასიას 440 000 კმ² ფართობი უჭირავს. კავკასია ორ ძირითად ნაწილად: ჩრდილოეთ და სამხრეთ კავკასიად იყოფა. სამხრეთ კავკასია აგრეთვე მცირე კავკასიის სახელითაა ცნობილი, სადაც რამდენიმე დამოუკიდებელი სახელმწიფოა, კერძოდ: საქართველო, სომხეთი და აზერბაიჯანი.

 

კავკასია: მსოფლიოს ერთ-ერთი უძველესი დასახლებაა. ჯერ კიდევ პირველი ათასწლეულის დასაწყისში აქ უკვე ჩამოყალიბებული სახელმწიფოები იყო. ეთნიკური და ენობრივი თვალსაზრისით კავკასიას რთული სტრუქტურა აქვს. ამ ტერიტორიაზე დაახლოებით 50 სხვადასხვა ერი ცხოვრობდა. ისინი ორი ენობრივი ოჯახის ენებზე ლაპარაკობდნენ (კავკასიური ან იბერია-კავკასიური და ინდოევროპული). ამან, თავის მხრივ, დიდი წვლილი შეიტანა კულტურის, წესების, ტრადიციების და ეროვნული კერძების მრავალფეროვნებაში. 

კომპლექსის შესახებ

სარესტორნო კომპლექსი „კავკასიის“ დამაარსებლებს სათანადოდ სურდათ ჩვენი წინაპრების საუკუნოვანი ტრადიციების, წესების და კავკასიური სამზარეულოს ცნობილი კერძების სრულიად ახალი მხრიდან წარდგენა. ამ უნიკალური კერძების საიდუმლო ტრადიციულ რეცეპტებშია, სადაც  მხოლოდ ხარისხიანი ახალი პროდუქტები და სანელებლები გამოიყენება.
სასტუმრო-სარესტორნო კომპლექსი ,,კავკასია“ მხოლოდ რესტორნის ფუნქციებით არ შემოიფარგლება. კომპლექსი მიზნად ისახავს: უცხოელებისთვის სომხური ისტორიის გაცნობას, ასევე წინაპართა მიერ დიდებული განვლილი გზის შეხსენებასა და  ხსოვნის პატივისცემას.

ამ მიზნით კომპლექსი „კავკასია“ ოთხი სომხური სამეფო ოჯახის საპატიოდ დარქმეული დარბაზისგან შედგება.თითოეული დარბაზი თავისი ეპოქის სულს გამოხატავს და გაფორმებულია მოცემული ეპოქისთვის დამახასიათებელი გამოსახულებებით და ფრესკებით. ჰარმონიული ატმოსფეროს შესაქმნელად მხოლოდ ნატურალური მასალაა გამოყენებული: ქვა, ხაო, აგური, თიხა, რკინა, ხე, ტილო, ლერწამი და ჩალა. ჭაღი, ფარანი, გისოსები, კარის თოკსამართები და სახელურები მჭედლის  ხელითაა შექმნილი.. 

შეიძლება ითქვას, რომ „კავკასია“ თავად ისტორიაა. სომხების შემოქმედებითი სულის, ცხოვრების სტილის, შესანიშნავი კულტურის ფერადი და საინტერესო ისტორიაა.