რესტორანი ,,კავკასია“

აღნიშნეთ თქვენი ღირსშესანიშნავი ღონისძიებები  ან ისიამოვნეთ ჩვენი დიდებული და კომფორტული სარესტორნო კომპლექსის ყოველდღიური სადილებით.

ჩვენი რესტორნები

რესტორანი ,,კავკასია“ ღონისძიებების ჩასატარებლად სხვადასხვა დარბაზს გთავაზობთ, რომელთაც დიადი სომხური სამეფოების სახელები ჰქვიათ. ეს უნიკალური დარბაზები  სტუმრებს საინტერესო მენიუსა და სასიამოვნო გარემოს სთავაზობენ.

არტაშესიანები

არტაშესიანთა დინასტიის შესახებ

არტაშესიანთა დინასტია სომხეთს ჩვ.წ.აღ. 189 წლიდან მართავდა. სახელი დინასტიის დამაარსებლის, არტაშეს I-ის  საპატიოდ  ეწოდა. თუმცა დინასტიის ყველაზე  ნათელი წარმომადგენელი ტიგრან დიდია, რომლის მმართველობის პერიოდშიც სომხეთი  მსოფლიოში ყველაზე ძლევამოსილი სახელმწიფო იყო. ტიგრან დიდის ძალაუფლება და სომხეთის საზღვრები კასპიის ზღვიდან ხმელთაშუა ზღვამდე, კავკასიის მთებიდან მესოპოტამიის უდაბნოებამდე იყო გადაჭიმული.

330 ადგილი

არტაშესიანთა დარბაზი ამფითეატრის ფორმითაა აშენებული და ეს შემთხვევითი არ არის. არტავაზდ II-ის მეფობის პერიოდში (ჩვ. წ. აღ. 56-34) სომხეთის ჩრდილოეთის დედაქალაქ არტაშატში ელინისტური თეატრი შენდებოდა. დარბაზის ინტერიერი ძალიან საინტერესოა. დარბაზში არის დიდი ჩანჩქერი, რომელიც არაჩვეულებრივი სიმშვიდის გრძნობას გადმოსცემს.

არშაკუნები

არშაკუნების დინასტიის შესახებ

არშაკუნების დინასტია სომხეთს  ჩვ.წ.აღ. 54 -428 წლებში მართავდა. დინასტია პართიის არშაკიდების დინასტიის შტო იყო. არშაკიდების მეფეები ხანგამოშვებით მეფობდნენ არტაშესიანთა დინასტიის დაცემის შემდგომი ქაოტური პერიოდის განმავლობაში, 62 წლამდე, როცა თრდატ I უზრუნველყოფდა პართიელი არშაკიდების დინასტიის მართვას სომხეთში. მეფეების დამოუკიდებელი შტო დაარსდა ვოლოგეზ II-ის (ვაღარშ II-ის) მიერ 180 წელს. არშაკიდების მმართველობის პერიოდში სომხეთის ისტორიაში ორი ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა მოხდა: გრიგოლ განმანათლებლის მიერ 301 წელს სომხეთის გაქრისტიანება და მესროპ მაშტოცის მიერ 406 წელს სომხური ანბანის შექმნა.

550 ადგილი

არშაკუნების დარბაზი სხვა დარბაზებისგან განსხვავდება თავისი საუცხოო და ელეგანტური სტილით. აქ, შესანიშნავი ჭაღებით განათებულ ლამაზ მაგიდებთან, შეგიძლიათ აღნიშნოთ თქვენი ღირსშესანიშნავი ღონისძიებები და დღესასწაულები. ამ დარბაზში აისახება სომხეთის სამეფოს უნიკალური სტილი. ეს დიდებული ინტერიერი ისტორიული სომხეთის საინტერესო პარალელს ქმნის, განსაკუთრებით არშაკუნების სამეფოს დღესასწაულების და საქორწინო ცერემონიებისთვის.

ბაგრატუნები

ბაგრატუნების დინასტიის შესახებ

ბაგრატუნების სომხური დინასტია თავიდან მინისტერიალური იყო, ხოლო შემდეგ სომხეთის სამეფო ოჯახი (IX-XI სს) 922 წლიდან დინასტიის წარმომადგენლები სომეხი და ქართველი შაჰინშაჰის ტიტულს ატარებდნენ. საქართველოში ქართული დინასტიის ბაგრატიონთა სამეფო ოჯახი არსებობდა IX-XIX საუკუნეებში. მე-9 საუკუნეში ბაგრატუნების დინასტია გახდა ყველაზე გავლენიანი სომხური წარმომავლობის  მინისტრთა ოჯახი და ქვეყანას მართავდა თავიდან როგორც სომეხი იშხანი, შემდგომ როგორც იშხანთ იშხანი, ხოლო შემდგომ როგორც სომეხთა მეფე (888 წლიდან). ბაგრატუნების სამეფოს მეფე-დამფუძნებელია - აშოტ დიდი (885-1045). აშოტ III-ის მეფობის წლებში დაიწყო ბაგრატუნთა სომხეთის აყვავების ახალი ერა. მიუხედავად ამისა, ბაგრატუნების სამეფოს  აღორძინებამ თავის პიკს მიაღწია გაგიკ I-ის მეფობის წლებში  (989-1020).

250 ადგილი

დახვეწილი, ლამაზი, ნათელი, კლასიკური და ელეგანტური ბაგრატუნების დარბაზი გელოდებათ თავის სასიამოვნო გარემოში. დარბაზის სტილი ჰარმონიულად შეესაბამება აღორძინების ხანის სულს და ამას თავისი მიზეზი აქვს! სწორედ ბაგრატუნების მმართველობის პერიოდში სომხურმა კულტურამ ახალი აღორძინების ხანა განიცადა და მსოფლიოს, ევროპელებზე რამდენიმე საუკუნით ადრე, მისცა აღორძინების ხანის  კულტურის ადრეული ნიმუშები. დარბაზის გაფორმებაზე დიდი გავლენა იქონია  ბაგრატუნების დედაქალაქის - ანის სტილისტიკურმა და არქიტექტურულმა სინატიფემ.

ერვანდუნები

ერვანდუნების დინასტიის შესახებ

ერვანდუნები - კიდევ ერთი სომხური დინასტიაა. მათი მმართველობის წლებია ჩვ.წ.აღ. VI-II სს. მათი მმართველობის დროს ჩამოყალიბდა პირველი სომხური სახელმწიფო. მოვსეს ხორენელის თანახმად, ჩვ. წ.აღ. მე-7 საუკუნის პირველ ნახევარში, ჰაიკაზუნების ოჯახის ხელისუფლება სკაიორდის მეთაურობით აღდგა მთიანეთის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში. მისმა ვაჟმა პარუირმა გააერთიანა ყველა ტერიტორია - ვანის ტბიდან ევფრატამდე და ალიანსი დადო მიდასთან და ბაბილონთან ასურეთის წინააღმდეგ. ჩვ.წ.აღ. 612 წელს გაერთიანებულმა ლაშქარმა აიღი ასურეთის დედაქალაქი - ნინევია, ამისთვის პარუირ ჰანაპეტი სომხეთის მეფედ და მიდიის მმართველად ცნეს. დინასტიას სახელი ეწოდა მეფე ერვანდ საკავაკიაცის საპატიოდ.

60 ადგილი

ერვანდუნების შესანიშნავი დარბაზი ისტორიული სურათებითა და ჩირაღდნებითაა მორთული, რომლებიც თანამედროვე სტილითაა გაფორმებული, მაგრამ ამავდროულად გადმოსცემს ისტორიული კუთვნილების განუმეორებელ შეგრძნებას. ეს დარბაზი იდეალური ადგილია არც ისე დიდი შეხვედრებისთვის მეგობრებთან ან ნათესავებთან. ინტერიერი გავიწყებთ ყოველდღიურ საზრუნავს და შესანიშნავი და საინტერესო გარემო განტვირთვის საშუალებას გაძლევთ.

ტავერნა

ეს დარბაზი  მე-19 საუკუნის და მე-20 საუკუნის დასაწყისის ტავერნა-მეღვინეობის სტილშია გაფორმებული: სკამები და მაგიდები, ჭურჭელი და სხვადასხვა აქსესუარები, ყველაფერი კავკასიური სულითაა სავსე.

ამ თბილ და კომფორტულ ატმოსფეროში თქვენ შეგიძლიათ დროის გატარება ოჯახთან და მეგობრებთან ერთად და 19:00 საათიდან ისიამოვნოთ მუსიკით.

მარანი პირველ სართულზეა განთავსებული, სადაც ასევე არის ცალკე ოთახები, რომელიც 6 კაცზეა გათვლილი.

ცალკე დარბაზები და ღია ტალავრები  სუფთა ჰაერზე

კომპლექსი ,,კავკასიია“ ღია და დახურულ კუპეს დროულად შეუძლია რეაგირება ამინდის ან თქვენი ხასიათის ცვლილებაზე! ჩვენი ტალავრები სუფთა ჰაერზე, აუზთანაა განთავსებული, არაჩვეულებრივი ადგილია სადილისთვის ან ფინჯანი ყავისთვის ჩვენს თონეში მომზადებულ გემრიელ და არომატულ გათასთან ერთად.

რაც შეეხება დახურულ კუპეს, უნდა აღინიშნოს, რომ ისინი  სხვადასხვა სფეროსთვის დამახასიათებელი სტილითაა გაფორმებული. მაგალითად, ,,მეთევზეობა“ სტილის კუპე გაფორმებულია თევზაობის სხვადასხვა მოწყობილობით. კუპე ,,სანადირო“ გაფორმებულია ნადირობისთვის დამახასიათებელი აქსესუარებით. ჩვენ ყველა დარბაზში ვცადეთ კავკასიური მე-18-19 საუკუნეების ქალაქური გარემოს შექმნა.

დარბაზის დაჯავშნა

კორპორატიული ღონისძიებებისთვის